გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში სამარშრუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა შემცირდება

2-03-2018

ბათუმის მერმა თავისი მუშაობის ასდღიანი ანგარიშის წარდგენის დროს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. ლაშა კომახიძის თქმით, ქალაქში მოძრაობის ნაკადის დარეგულირება და სამარშრუტო ხაზების სწორად გამართვა არის ახალი სატრანსპორტო სტრატეგიის ნაწილი. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

მერის განცხადებით, შესაძლებელი იქნება რომელიმე სამარშრუტო ხაზის გაუქმება. ძირითადად, საუბარია დუბლირებულ ხაზებზე.

"ჯერ არ ვიცით, რომელი გაუქმდება, რადგან ვმუშაობთ ამ საკითხზე და მხოლოდ დასრულების შემდეგ გამოჩნდება, რა არის გასაუქმებელი და რა არა. შევეცდებით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები, რომ ყოველ 300 მეტრში მოძრაობდეს მუნიციპალური ავტობუსი. ტრანსპორტის ცვლილება მოხდება ყველა ქუჩაზე",- განაცხადა ბათუმის მერმა.

imedinews.ge