20-11-2017
შპს „იმედის“ წარმომადგნელები ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციას აწარმოებენ. მოსახლეობის განცხადებით, შპს-ს წარმომადგენლები მათ დეზინფექციის სანაცვლოდ 2 ლარს სთხოვენ. ადგილობრივების დასარწმუნებლად კი აცხადებენ, რომ სამუშაოები მერიის ნებართით სრულდება.
„კორპუსში მოვიდნენ და თქვეს, რომ ქალაქის მერიის დაკვეთით, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას ახორციელებენ. შეწამვლაში მოსახლეობისგან 2-2 ლარს ითხოვენ. თქვეს, რომ მერიიდან გამოუშვეს, თუმცა ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან ჯერ არ გაოფურმებიათ და სამომავლოდ აპირებენ. “-განაცხადა მაისურაძის ქუჩაზე მცხოვრებმა შორენა ლაღაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
შპს "იმედის" მფლობელი" დავით ხარძეიშვილი განმარტავს, რომ მათ მერიასთან ხელშეკრულება არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია არც მოსახლოებისთვის მიუწოდებიათ.
"ჩვენ დამოუკიდებელი კომპანია ვართ და არავისთვის გვითქვამს, რომ მერიამ მოგვცა ნებართვა"-განაცხადა დავით ხარძეიშვილმა.
კომპანიასთან მსგავსი სახის თანამშრომლობას გამორიცხავენ მერიაშიც. ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ არანაირი ხელშეკრულება არ აქვთ აღნიშნულ კომპანიასთან და მსგავსი დავალება არ გაუციათ.
სადარბაზოებიდან თანხის მოკრებისა და შეწამვლის ფაქტი პირველი არ არის. მსგავსი შემთხვევები რამდენჯერმე გასულ წელსაც დაფიქსირდა. კომპანიები მაშინ მღრღნებელის სადეზინფექციო სამუშაოებს აწარმოებნდნენ.
წყარო: newpress