გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სტიქიის შედეგად გარესამყროს მოწყვეტილ სოფელ ჭიორაში მცხოვრებ პაციენტს ამინდის გაუმჯობესებისთანავე კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანენ

3-08-2020

რაჭაში, სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სიფელ ჭიორას მაცხოვრებელი შეუძლოდ გახდა.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის მიერ სოფლებში გუშინ გაგზავნილმა მედპერსონალმა.

უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ავადმყოფის გადმოსაყვანად სოფელ ჭიორაში ვერტმფრენის გაგზავნა.

ვინაიდან სახეზე იყო ინსულტის ნიშნები, სპეციალისტთან - ნევროპათოლოგან სატელეფონო კონსულტაციის შედეგად პაციენტს დანიშნული მედიკამენტები სოფელში მეხანძრე-მაშველებმა 9 კილომეტრამდე ტყის მასივის გავლით, ფეხით აუტანეს.

როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრავიაში აცხადებენ, შესაბამისი კლიმატური პირობებისთანავე, ვერტმფრენი დაუყოვნებლივ შეასრულებს რეისს ავადმყოფის კლინიკაში გადასაყვანად. მის მდგომარეობას ადგილზე მუდმივ მეთვალყურეობას უწევს სოფელში არსებული მედპერსონალი.