4-08-2020
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით სტიქიის ზონაში, ყველა სექტორის ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელთან და საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. 4 სოფელთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება.
მისი თქმითვე, ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციაა მოსახლეობასთან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეუფერხებლად მიეწოდებათ ვერტმფრენის საშუალებით, უამინდობის შემთხვევაში კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით.