გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ცხინვალში სპეცრაზმის წევრებმა ტყუპ ძმებს სცემეს

2-03-2018

ქალაქ ცხინვალში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრემა ძმებ ჯაბიევებს სცემეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

1 მარტს დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ, ვიდეოს საფუძველზე, სპეცრაზმის წევრების მიმართ გამოძიება დაიწყო.

ვიდეოს მიხედვით, ინალ ჯაბიევს და მის ტყუპ ძმას ფორმიანი მამაკაცები ფიზიკურად უსწორდებიან. ახალგაზრდების დახმარებას ქალბატონი და შუახნის მამაკაცი ცდილობენ. შემთხვევა ,,ბამის" დასახლებაში მოხდა.

ცხინვალის საავადმყოფოს ექიმების ცნობით, ერთ-ერთ ძმას, ინალ ჯაბიევს ყბა მოტეხილი აქვს, ხოლო თავზე და შუბლზე სისხლჩაქცევები აღენიშნება. ის ჩრდილოეთ ოსეთში სამკურნალოდ გააგზავნეს.

იხ. ვიდეო, რომელიც ,,ინსტაგრამზე'' გავრცელდა.

qartli.ge