გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილს არ აქვს არც პოლიტიკური გამბედაობა და არც რესურსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს

5-08-2020

„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი რეალურად ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება. ის უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. რაც უფრო ხშირად გამოჩნდება იგი და ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი“, - აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ მოდიოდა ქვეყანაში თუმცა, მას არ აქვს ამის არც პოლიტიკური გამბედაობა და არც რესურსი, რომ ჩამოვიდეს.

„მისი არავის ეშინია. ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. მას არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია. არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.