გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

3 მარტი დედის დღეა

3-03-2018

საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნება. 
ამ დღესასწაულს ჩვენს ქვეყანაში 1991 წლიდან ზეიმობენ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი უნდა შეეცვალა. თუმცა, დღეს ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება. 

დედის დღის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია მიჩნეული. ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი, საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია: რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს.