გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერმა შესაბამის უწყებებს გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისის ორგანიზება დაავალა

6-08-2020

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისი შესრულდება, რომელზეც ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება, - შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა, განათლების სამინისტროებს და ახალგაზრდობის სააგენტოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ერთი ასეთი რეისი ქართველი სტუდენტების მიმართვის საფუძველზე რამდენიმე კვირის წინ ბერლინში უკვე შესრულდა.

„უახლოეს პერიოდში სასწავლო წელი იწყება და სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება როგორც საქართველო, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მოგეხსენებათ, ბევრი ქართველი სტუდენტი განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად. მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ასეთმა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში მუშაობის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ჯგუფისთვის და ბერლინში რეისი განვახორციელეთ. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და 11 აგვისტოსთვის განვახორციელოთ კიდევ ერთი რეისი. ასევე რამდენიმე თხოვნა იყო უნგრეთში განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ასევე დავაიდენტიფიციროთ რა რაოდენობაა ეს და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომელზე ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.