გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდის 11 სოფელში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა

6-08-2020

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნარაზენი, შამადელა, ურთა, აბასთუმანი, ერგეტა, დარჩელი, ცაიში, ცაცხვი, ცვანე, კიროვი და ჭითაწყარი, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა, ხოლო სოფელ ორულუში მდებარე საყანე ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლის ტექნოლოგით შეიწამლა.

სამეგრელოს რეგიონში - ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, სიმინდის მასივებსა და სოფლების ტერიტორიებზე 12 000 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული.

ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული. სახელმწიფოსა და ფერმერების მიერ დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, წელს სიმინდისა და თხილის ხარისხიან და უხვ მოსავალს ელოდებიან.

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში განაგრძობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება, ხოლო საყანე ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლის ტექნოლოგიით იწამლება.