გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ

6-08-2020

მთავრობას მომართა 250 000-მდე მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარების შესახებ - თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელთაც სრულად ჰქონდათ დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ თვითდასაქმებულების პროგრამას დავხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომლებმაც სრულად ვერ დააკმაყოფილეს დოკუმენტის შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების სახით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის სოციალური მხარდაჭერის გასაწევად მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი - III ეტაპი შეიმუშავა.

„სანამ გადავალ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება ჩვენი სოციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ კრიზისში მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი ერთი კომპონენტი დავხუროთ დღესვე და ეს პროგრამა დავასრულოთ, ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 000-მდე მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების შესახებ - თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელთაც სრულად ჰქონდათ დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ დღეს გადავალთ მეორე ეტაპზე და რედესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტის შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების სახით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენო მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით, როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არც ერთი კრიზისის დროს საქართველოს არც ერთ მთავრობას თვითდასაქმებულები არ გახსენებია.

„თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ამ ქვეყანაში არასოდეს განხორციელებულა. არც ერთი კრიზისის დროს საქართველოს არც ერთ მთავრობას თვითდასაქმებული არ გახსენებია. ჩვენ თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად გამოვყავით 300 ლარი და გარდა ამისა, იყო დახმარებების კონკრეტული მიმართულებები - შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების 600 ლარით, თვეში 100 ლარის დახმარების ოდენობით. თუმცა სულ მალე გახდა ასევე ნათელი რომ ესეც საკმარისი არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ვამბობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი კრიზისი და საქართველოს მთავრობა მისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაფერს გააკეთებს რომ დაეხმაროს თითოეულ ქართულ ოჯახს და ჩვენ დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ ნაბიჯების გადადგმა,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღემდე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდანვე ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ფრონტზე - ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის მიმართულებებით.

„როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ უამრავ ქვეყანას რომელიც მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ბრძოლა და გამარჯვება ამ ბრძოლაში ორ ფრონტზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ჩვენ თავიდანვე, პირველივე ეტაპზე გამოვაცხადეთ სოციალური დახმარების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავდა, როგორც გახსოვთ, კომუნალური გადასახადების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან. ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 1.2 მლნ-მა ოჯახმა. შემდგომ, ამასთან ერთად, ჩვენ გავაკეთეთ შემდეგი ნაბიჯი და ეს გახლდათ ჩვენი 600 000 მოქალაქისთვის ვალის გადავადების კომპონენტი. გარდა ამისა, იდენტიფიცირება მოხდა ყველაზე დაზარალებული ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის და ტურიზმის პირდაპირი მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები იყო გადადგმული. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი, თუმცა სულ მალე ნათელი გახდა, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს ვერ დააკმაყოფილებდა, არ იყოს საკმარისი. ამის შემდეგ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელმაც დაკარგა ოფიციალურად სამსახური და მათი მხარდაჭერა როგორც გახსოვთ ეს იყო 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.