გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ტაბაღუა #16 საჯარო სკოლაში პედაგოგ ვლადიმერ აფხაზავას პროექტების პრეზენტაციას დაესწრო

3-03-2018

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, პედაგოგმა ვლადიმერ აფხაზავამ რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში მის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო.

ბავშვებთან ურთიერთობისა და პედაგოგიკის ის ინოვაციური მეთოდები, რაზეც მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ისაუბრა, უმარტივეს კომპონენტებზე დაყრდნობით შექმნილი პროექტებია და მაქსიმალურადაა მორგებული მოზარდის ფსიქოლოგიაზე.

,,ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. ამ ადამიანის მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ იქმნება უმარტივესისგან გენიალური. სწორედ ასეთ კრეატიულ ადამიანებს ვეძებთ და ცოტა არ იყოს გული მწყდება, რომ ლანჩხუთში ცხოვრობს და არა რუსთავში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭიერი ადამიანების დეფიციტი არც რუსთავში არ გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში მსგავსი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად, გარკვეული თანხაც გვაქვს გათვალისწინებული და ველოდებით ჩვენი თანამოქალაქეებისგან პროექტებს, რომლებიც ჩვენი ქალაქისა და მისი მომავალი თაობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“ - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, ის მრავალშვილიანი მამაცაა - რვა მოზარდს ზრდის მინდობითი ოჯახების პროგრამის ფარგლებში. ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება.