გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

7-08-2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამაც შეიწირა ჩვენი ასობით მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენ დავკარგეთ, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მებრძოლი ჯარისკაცები, რომელთა სიმამაცე და პატრიოტული სულისკვეთება დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. დიდ პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ისევე როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას. სამწუხაროდ, ომის შემდგომაც არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელთა ხსოვნას ძალიან დიდ პატივს მივაგებ დღეს. ასევე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მიმდინარეობს კვლავაც ომით დაშორიშორებული საზოგადოების იზოლაცია და გახლეჩა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღემდე გაწეული თანადგომიასა და გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და რწმენას გამოვთქვამ, რომ მათთან მომავალი ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, შევძლებთ შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.