3-03-2018
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მრავალშვილიან დედას, ხათუნას ხავთასს დედის დღე მიულოცა.
ა(ა)იპ ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ ხელშეწყობით, ცხრა შვილის დედას მეუღლემ, შალვა შუბლაძემ სიურპრიზი მოუწყო - ყვავილების თაიგული, თეატრის სპექტაკლის ბილეთები, სილამაზის სალონის ვაუჩერი აჩუქა და სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვია. დღის ბოლოს კი, ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე, სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლით ხათუნა ხავთასს დედის დღე შვილებმა მიულოცეს.