გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

4 დღიანი ძებნის შედეგად, ქობულეთში დაკარგული 84 წლის მამაკაცი იპოვეს

10-08-2020

ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვნეს.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი და აჭარის პოლიციის თანამშრომლები.

შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხსანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული.