გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გოჩა ენუქიძე: ონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება

10-08-2020

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.

"ყველა ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით საშიშ არეალში მდებარეობს, მუდმივად კონტროლირდება.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან.

ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც"-განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

დეპუტატის განცხადებით, მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ზედამხედველობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ჩიკვაიძეს დაავალა.

დღეს დილიდან, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ინტენსიურად ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს და ხვდებიან სპეციალისტებს, როგორც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ისე ჰიდროლოგებს და ელოდებიან გეოლოგებსაც.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება და მუდმივ კონტაქტში არიან ყველა იმ ოჯახთან, რომელთა საცხოვრებელი სახლები რისკ ზონაში მდებარეობს.