გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ,,საარჩევნო კოდექსში" ვერ ერკვევა

10-08-2020

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ "პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ვერ ერკვევა".

"სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს განმარტავს საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, ხოლო მათი წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში მონაწილეობა “საარჩევნო კოდექსის” 76 პრიმა მუხლით რეგულირდება. სხვათაშორის, ეს ჩანაწერი მაშინაც მოქმედი იყო, როდესაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და შესაბამისად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო.

ან იმდენად ცუდად აქვთ საქმე, რომ არ იციან რა დაგვაბრალონ და ტყუილის თქმას კადრულობენ, ან არც მაშინ იცოდნენ, რა ეწერა კანონში და არც ახალი რედაქცია არ აქვთ წაკითხული. ამ ყველაფრის პარალელურად კი მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ"-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​