10-08-2020
საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციები დაწესდა. როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგების მიერ კოვიდ-19-ზე აღებული 30 სინჯიდან დაფიქსირდა 16 დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა შესაბამისი შეზღუდვების შემოღება. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება და შესაძლო კონტაქტების მოძიება.
საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება.
აგრეთვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია Stop CoVid - რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.