გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში სიმბოლურად 17 ხე დარგეს

11-08-2020

შინდისის ბრძოლის გმირები გაიხსენეს ბათუმში. თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის წევრებმა, საჯარო პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს.

,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეულ ჯარისკაცებს, შინდისის გმირებს. რამდენადაც ტრაგიკული იყო მათი აღსასრული, იმდენად დიდი გმირობა და თავდადება გამოიჩინეს მათ ქვეყნის წინაშე. ესაა ნამდვილი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პატრიოტი“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

შინდისის გმირების სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შინდისის ბრძოლოს 12 წელთან დაკავშირებით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საჯარო პირებმა, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მათი სახელობის სკვერში სიმბოლურად, გმირულად დაღუპული მეომრების სახელზე 17 ხე დარგეს.