გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩარტერული რეისით თბილისიდან გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა

11-08-2020

გერმანიის ქალაქ ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა. დღევანდელი რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.

სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.