გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რატი იონათამიშვილი: სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი

11-08-2020

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს ბრალი წარუდგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა:

„ფაქტია, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას ეს საზარელი დანაშაული და კანონის წინაშე მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი.

ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო და მხოლოდ ადამიანების პირად ტრაგედიებს არის ამოფარებული, უამრავი ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ, რასაც დღეს ერთი ბრიფინგით დაესვა წერტილი. თუმცა, ამის უკან ჩვენი სამართალდამცავებისა და ექსპერტების მუხლჩაუხრელი მუშაობა და პროფესიონალიზმი დგას.

არ გამიკვირდება, თუ ეს რადიკალები, ბრალდებულების ადვოკატებთან მოკავშირეობით, კვლავ ეცდებიან ამ პროცესების დაზიანებას. თუმცა, არც ეს და არც სამართალდამცველთა დისკრედიტაცია არავის გამოუვა“