გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

განათლების მინისტრმა გურიაში, სოფელი ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

12-08-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

„დღეს გურიაში ვესტუმრე სოფელ ბახვის საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენი სამინისტროს მიერ მიმდინარეობს. ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა – მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენს.