გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო

12-08-2020

ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის, ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიული სიის ათეულის შესახებ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც ის იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

„მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ, პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.