გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგადასახადო მონიტორინგის თანამშომლებმა ქვეყნის მასშტაბით უაქციზო თამბაქოსა და თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

12-08-2020

მიმდინარე წლის 10 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამში, 7,311 კოლოფი, 6,520 ღერი და 156,410 კგ. თუთუნის შენახვა-გადაზიდვის 115 ფაქტი გამოვლინდა. აქედან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.