გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში საახალწლო მანათობლების დამონტაჟებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

20-11-2017

ქუთაისის მერიის მიერ საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის გამოცხადებუბლი ტენდერი არ შედგა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით,  სახელმწიფო შესყიდვით, რომელსაც წინადადებების მიღებისთვის სამდღიანი ვადა ჰქონდა, არც ერთი პრეტენდენტი არ დაინტერესდა.

სატენდერო დოკუმენტაციაში, ასევე მითითებულია, რომ გამარჯვებულს საახალწლო განათებების მიწოდების სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის შედეგად შეძენილი 112 კომლექტი, სხვადასხვა სახის საახალწლო მანათობლები, 2017 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქის 10 ცენტრალურ ქუჩაზე დაემონტაჟებია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით, საახალწლო მანათობელების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შედგება.

საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის მერიამ 171 485 ლარი ღირებულების ტენდერი (SPA170014211) მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გამოაცხადა.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"