გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედროები დიღომში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

16-08-2020

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 2 სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრნენ. დაკრძალვის ცერემონიალზე, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და დაღუპულთა ოჯახების წევრები იმყოფებოდნენ.

სამგლოვიარო სიტყვით მიმართვაში ოფიციალურმა პირებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.

ნეშტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტებს, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.