გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც "ნაციონალებმა" გააკეთეს, წარმოუდგენელია

16-08-2020

პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი ფეისბუქის სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას აფასებს.

"დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია.

ამ "კომპრომისის" გარეშე ტერმინი "ოკუპაცია" არ იქნებოდა გამოყენებული? სხვანაირად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნებოდა აღიარებული? და ეს იყო მათი "წარმატებული საერთაშორისო პოლიტიკა" და საერთაშორისო კავშირები, რომლითაც დღესაც თავს იწონებენ?

ეს არის ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ახლა, როგორც არ უნდა სცადონ თავის მართლება, არ გამოვა, არ მართლდება საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არაფრით, მითუფრო მსგავსი "კომპრომისებით", რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეს საქართველოს"-წერს დეპუტატი.​