კვირა, მაისი 04, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
,,დარისპანის გასაჭირის" მიხედვით ლანჩხუთის თეატრში პრემიერა გაიმართა

17-08-2020

დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირის" მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ღია ცის ქვეშ, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში, გურული ოდის ფონზე გამართა.

სპექტაკლი ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა.

აზნაურ დარისპან ქარსიძის საკმაოდ რთული ყოფა-ცხოვრება დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ დადგა. როგორც თავად განაცხადა:

„ძალიან მოკლე დროში დაიდგა სპექტაკლი. სწორი გუნდი შეიკრიბა, მთელი სამსახური მუშაობდა, რათა ეს სპექტაკლი გამოსულიყო ისეთი, როგორიც გამოვიდა. ჩემთვის ეს პირველი სპექტაკლია ლანჩხუთში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი“.

პრემიერას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.