გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, ნინო ლაცაბიძე რუსთავის საუკეთესო არჩევანი იქნება

17-08-2020

„ნინო ლაცაბიძე - განათლებული, პროგრესული და წარმატებული ქალი, პოლიტიკოსი რომელსაც ამ წლების განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია და შეხვედრები ჰქონდა მოქალაქეებთან. მას შეუძლია თქვენთან ერთად, რუსთავისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა და თქვენი საჭიროებების მიტანა ხელისუფლებასთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე წარუდგინა.

„განათლებით, სამუშაო გამოცდილებით, მოქალაქეებთან პოზიტიური ურთიერთობით და თანაგრძნობის უნარით, კონტაქტებით, ლიდერის თვისებებით, რომელიც ნინოს აქვს - დარწმუნებული ვარ, ის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.