გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გახარიამ რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

18-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

4 ჰექტარზე გაშენებული მრავალფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტში დაიწყო და უკვე დასრულების ფაზაშია. სკვერის რეაბილიტაციაზე 1 775 000 ლარია გამოყოფილი.

სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული მოედნების, სკეიტპარკის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცის, საბავშვო მოედნის, სველი წერტილის, განათების სისტემისა და ბილიკების მოწყობა.