გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მოსახლეობას შეხვდა

18-08-2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების - ბუკნარის, ქვენობანის და ბასილეთის მოსახლეობას შეხვდა, სადაც არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

„მაქვს შესაძლებლობა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვუპასუხო ახალ გამოწვევას და ვიზრუნო თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ყველასთან მექნება ღია კომუნიკაცია, მიგულეთ თქვენს გვერდით, “ - მიმართა მოსახლეობას ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვასილ ჩიგოგიძემ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.