გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო შტაბები შეიქმნება

5-03-2018

დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე 10 მილიონ რუბლს (176 ათას დოლარამდე) გამოყოფს. ამის შესახებ „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ გამართულ სამუშაო თათბირზე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე შეძენილია პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება. გარდა ამისა, სამინისტრომ მოამზადა ბუკლეტები, რომლებიც პესტიციდების გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას შეიცავს.

«მავნებელ მწერთან ცალკე აღებულ რაიონში ბრძოლას ეფექტი არ ექნება. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ორგანიზებულად, აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს», - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც თათბირს ესწრებოდა.

ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის რომან დბარის თქმით, მიუხედავად თბილი ზამთრისა, მავნებლის რაოდენობა შემცირდა და გაზაფხულის თვეებში ის კიდევ უფრო ნაკლები იქნება. მისი განმარტებით ყველაზე აქტიური ფაზა ივლისში ნავარაუდევი.

აფხაზმა ეკოლოგმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ახალი მეთოდის დანერგვაზე ისაუბრა, რომელსაც იტალიელი მეცნიერი იყენებს.

„ეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური და ეფექტური მეთოდია. პლანტაციის კიდეებთან მაგრდება ფერომონის ხაფანგები, რის შემდეგაც, მათთან ახლოს მდებარე ხეების დამუშავება ხდება. ეს მეთოდი აფხაზეთისთვის უფრო შესაფერისია, რადგან, ტერიტორიის თვალსაზრისით, ჩვენ პატარა მეურნეობები გვაქვს“, - აღნიშნა რომან დბარმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა მავნებელთან ეფექტური ბრძოლისთის საჭიროა სახელმწიფოში მცენარეთა დაცვის მთელი სისტემის მოდერნიზება.

„აფხაზია ინფორმის“ ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საგანგებო „რესპუბლიკური შტაბის“ შექმნა დაავალა, რომელშიც ყველა პროფილური დაწესებულების წარმომადგენელი შევა. გარდა ამისა, რაიონების ხელმძღვანელები ადგილობრივ შტაბებს შექმნიან.

რადიო "ათინათი"