გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიარაღებულ ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიხსნა

18-08-2020

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალებში მისი სახელობის „3X3 კალათბურთის“ ტურნირი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ შეასრულა.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი მოადგილე რატი ბრეგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ეროვნული გმირის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ტურნირმა სტარტი დღეს აიღო და 26 აგვისტოს ფინალური თამაშით ბათუმში დასრულდება. ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი იასპარეზებს. „3X3 კალათბურთში“ თამაშები ორ ეტაპად ჩატარდება. 26 აგვისტოს ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალური თამაშის გარდა, ბათუმის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარა-კალათბურთში საჩვენებელ თამაშს გამართავენ.

ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს დაარსდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრის დაწყებამდე, თავდაცვის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს თავდაცვის ძალებში კალათბურთი განვითარებას, მწვრთნელების გადამზადებასა და სპორტულ საზოგადოებაში სამხედრო მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.