გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა

18-08-2020

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები ლევან ქვათაძე და გიორგი გონაძე, მუნიციპალიტეტში შემავალი მერიებისა და საკრებულოების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემური საკითხების, მიმდინარე პროცესების და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

გიორგი მაქარაშვილი სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დაინიშნა, მანამდე კი ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის პოზიციებს იკავებდა.