გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერმა დმანისის რაიონის სოფელ ხატისოფელში, სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა

18-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა, ხატისოფელში, სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს სამაცივრე მეურნეობის მფლობელმა გია კორძაძემ განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მეურნეობაში 30 სამუშაო ადგილია შექმნილი.

სოფელ ხატისოფელში სამაცივრე მეურნეობა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მლნ ლარზე მეტია. სამაცივრე მეურნეობა ასევე სარგებლობს „შეღავათიანი აგროკრედიტით“, რომლის მოცულობა 500 000 ლარია.

სამაცივრე მეურნეობას 790 ტონა ბოსტნეულის შენახვა შეუძლია, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.