გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა

19-08-2020

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 61.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა და 1 083.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (206.9 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (142.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (118.3 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 203.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 129.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 106.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.9 პროცენტი).