გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მესტიის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, 21 აგვისტოდან გაიხსნება

19-08-2020

უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას ეცნობება.

„აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები. ამ პეროდიდან დღემდე განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის შეჩერებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, იქ მყოფ ტურისტებს და ყველა უწყების წარმომადგენელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა ამ პერიოდის განმავლობაში. მესტია არის იმის მაგალითი, თუ როგორ იბრძვის სახელმწიფო ეპიდემიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.