გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გახარია: დღეს ვიწყებთ პროგრამას - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, პრეზენტაციას და დაწყებას ამბროლაურში დავაანონსებთ

20-08-2020

ჩვენ დღეს დავიწყებთ პროგრამას - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროგრამა არის შესაძლებლობა, რომ რეგიონალური მასშტაბით გაიშალოს სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეულმა გლეხმა ადგილზე შეძლოს მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, აგრეთვე, გახდეს ამ სახელმწიფო პროგრამების მონაწილე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება ამბროლაურში, რასაც ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ დღეს გადავდგამთ. ამ ნაბიჯის დროულად დასრულებისთვის მე მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროებს. ჩვენ დღეს დავიწყებთ „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ პროგრამას. აქ მინდა, განმარტება გავაკეთო. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომელიც მზად არის, გარკვეული რისკები აიღოს თავის თავზე და დაიწყოს მეწარმეობა, დაიწყოს თავისი საქმე. აქამდე ჩვენ ყველა ეს პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში - სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რეგიონიდანაც უხდებოდა, ჩამოსულიყო თბილისში, რათა ამ პროგრამებს გაცნობოდა და გამხდარიყო ბენეფიციარი. დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს ამ საზოგადოებრივ ცენტრებში და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად განხორციელდა და გავძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონალური მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეულ გლეხს აძლევს შესაძლებლობას ადგილზე, თავის საცხოვრებლის ადგილზე მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, გახდეს ამ პროგრამების მონაწილე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ დღეს ამ პროგრამის პრეზენტაციას და დაწყებას დავაანონსებთ ამბროლაურში. ესეც სიმბოლურია, რადგან ამბროლაურს, მოგეხსენებათ და რაჭას სტიქიის გამო ცოტა უჭირს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს მისცემს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას, რომ სწრაფად გახდნენ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე და ამით შეძლონ დაიწყონ ბიზნესი, საკუთარი საქმე, თავიდან აიღონ გარკვეული რისკები თავიანთ თავზე, ოჯახებზე, და წარმატების შემთხვევაში უკვე თავიანთ სოფელზე, დაბაზე, ქალაზე და ასე გაძლიერდება ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.