გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში, წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია უტარდება

20-08-2020

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას. სამუშაოები ფონდი ,,ქართუ’’-ს მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ.

ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

ასევე, ,,ფონდი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია მიმდინაარეობს. უკვე დასრულდა ნოე ჟორდანიას, მაზნიაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

მთავრობის წარმომადგენლებმა დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს და საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.