გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკის მინისტრი: ახალი პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა ერთ სივრცეში შეძლონ ინფორმაციის მიღება

20-08-2020

„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა ერთ სივრცეში შეძლონ დეტალური ინფორმაციის მიღება მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების და მათში ჩართვის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამბროლაურში, პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ჩვენ თავი მოვუყარეთ 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც მეწარმეებო, თქვენთვის არის შექმნილი, გავიტანეთ თბილისიდან, წამოვიღეთ აქ, რაჭაში და კიდევ ასამდე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც თქვენთვის ძალიან კომფორტულ, ნაცნობ გარემოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები დაგეხმარებიან, შეავსოთ აპლიკაცია, მოამზადოთ ბიზნესგეგმა, მიიღოთ ინფორმაცია, თუ რას გთავაზობთ სახელმწიფო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში ერთიანი სივრცეების შექმნას. აქ მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელთაც ახორციელებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს განსაკუთრებით საინტერესოა მეწარმეებისთვის, როდესაც კოვიდის პანდემიის გამო შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით გააფართოვა ეს პროგრამები.

„იქნება ეს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, ტურიზმის განვითარების თუ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები. მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ამ რამდენიმე თვეში, შემიძლია გითხრათ, რომ იგივე მცირე და საოჯახო 1000-ზე მეტმა სასტუმრომ ისარგებლა ახალი პროცენტის სუბსიდირების დამხარებით და პროგრამით, 919-მა ადამიანმა შეიძინა ბინა ბინათმშენებლობის პროგრამის წყალობით, 29 ახალი სამეწარმეო პროექტია მხარდაჭერილი განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემით და ეს არ არის ყველაფერი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო პროგრამების პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20 - ზე მეტი პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამასთან, პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge.