გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერმა ამბროლაურში „მეღვინეობა ბარაკონი“ დაათვალიერა

20-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის წევრებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ღვინის მარანი - „მეღვინეობა ბარაკონი“ დაათვალიერა.

შპს „ბარაკონის“ დირექტორმა, კახაბერ გორდეზიანმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიას ვენახი გაშენებული აქვს 3 ჰექტარ ფართობზე და ძირითადად მოჰყავს ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მეღვინეობა აწარმოებს შემდეგი დასახელების ღვინოებს - „ხვანჭკარა“ “ალექსანდროული“, „წულიკიძის თეთრა“, „უსახელაური“ და „ტვიში“.

მეღვინეობის მფლობელის ინფორმაციით, მარანი ორიენტირებულია ღვინის ტურიზმზე, მათ პირველი სტუმრები 2019 წელს მიიღეს და შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით ხორციელდება და აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მიღება ან კონკრეტული პროგრამით სარგებლობა ფერმერებს დღეიდან ერთ სივრცეში, საცხოვრებელ ადგილზე შეუძლიათ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.

გარდა ამისა, პრემიერი მეღვინეობის მფლობელს ესაუბრა პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები და ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება.

„მეღვინეობა ბარაკონში“ მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.