22-08-2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა, ზაურ დარგალმა გარდაბანში ამომრჩეველს სიტყვით მიმართა.
დეპუტატობის კანდიდატის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც მუხჩაუხრელად შრომობენ თავისი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წარმატებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის.
ნამდვილად ამაყები ვართ, რომ აქ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეულ მუნიციპალიტეტში, გამორჩეულად შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს.
ჩემო გარდაბნელებო, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს მუნიციპალიტეტს მოფრთხილება და კიდევ უფრო მეტი განვითარება სჭირდება. სწორედ ეს მიზანი გვაერთიანებს ყველას.
სწორედ ამ მიზნისთვის, ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“ დღეს.
სიამაყით ვარ აღვსილი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვიყო იმ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ხმა პარლამენტში, სადაც ძმობის, ერთობის, ერთმანეთის გვერდში დგომის ფასი ყველაზე კარგად იციან.
აქ, ადამიანური ღირებულებები ფასობს. სწორედ ამიტომ, მე მსურს ვიყო თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში.
არავისთვის იქნება უცხო, თუ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გარდაბანში ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ჩვენი მთავრობის პერიოდში;
სწორედ გარდაბანშია ყველაზე მეტი აშენებული საბავშვო ბაღი, მოწესრიგებული სასმელი წყლის სისტემები, მოასფალტებული გზები. ზუსტად გარდაბანს გააჩნია განვითარების უსაზღვრო პოტენციალი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ეფექტიანი გამოყენება და განვითარება ესაჭიროება.
ნათელია და თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა, მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ.
მსურს ამ ადგილიდან კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მმართველ გუნდს, რომ მომეცა შესაძლებლობა და დამეკისრა პასუხისმგებლობა, ვიყო ორი უმნიშვნელოვანესი მუნიციპალიტეტის ხმა საქართველოს პარლამენტში.
გპირდებით როგორც დღეს, ისე 4 წლის შემდეგ, პირნათელი ვიქნები თითოეული თქვენთაგანის წინაშე;
გარდაბანთან მიმართებაში ორი ძირითადი მიზანი მაქვს - ერთი, ვიყო თითოეული გარდაბნელის ოჯახის წევრი და მეორე, ვიყო თითოეული გარდაბნელის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში;
დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწევთ.
ჩვენ გავიმარჯვებთ გარდაბანში, ჩვენ გავიმარჯვებთ მარნეულში; ჩვენ გავიმარჯვებთ მთლიან საქართველოში!
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა დარგალმა.