გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქარელის მერის ხელფასი 2650 ლარის ნაცვლად 3300 ლარი გახდა

5-03-2018

ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ყოველთვიური ხელფასი გაიზარდა და 2650 ლარის ნაცვლად 3300 ლარით განისაზღვრა, მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების ხელფასი კი უცვლელი დარჩა.

დადგენილება მუნიციპალიტეტის მერისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ ქარელის საკრებულომ 2018 წლის 23 თებერვალს მიიღო, მისი ამოქმედება კი 1 თებერვლიდან მოხდა. 

ცვლილების თანახმად, ზაზა გულიაშვილის ხელფასი, რომელიც 2018 წლის 1 თებერვლამდე 2650 ლარს შეადგენდა, 3300 ლარი გახდა. 

უცვლელი დარჩა მერიის სხვა თანამდებობის პირების ხელფასის ოდენობა. კერძოდ, მერის პირველი მოადგილის ხელფასი კვლავ 1900 ლარი იქნება, მერის მოადგილისა - 1700 ლარი, მერიის სამსახურების უფროსები კი ყოველთვიურად 1300 ლარს მიიღებენ. 

საშტატო ნუსხის შესაბამისად, დღეისთვის ქარელის მერიაში 152 საჯარო მოსამსახურე მუშაობს, საიდანაც 3 პოლიტიკური თანამდებობის პირია, 135 პროფესიული საჯარო მოხელე, ხოლო 14 შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული.

reginfo.ge