გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

22-08-2020

საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად ხაშურის შემოვლითი გზა გახსნა.

კითხვაზე, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებას შეეხებოდა, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.