გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში, 13 ივნისს დაღუპული გმირი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

24-08-2020

გმირ მეხანძრე-მაშველ ზურაბ მუზაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა.


ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და თანასოფლელებმა. სოფლის ცენტრში მდებარე მემორიალი და მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2015 წლის 13 ივნისის ღამე, სამაშველო ოპერაციის დრო, როდესაც ზურაბმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა.

ზურაბი ჩვენი დროის გმირია, მან არამარტო სამსახურებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა არამედ წმინდა ადამიანური მოვალეობაც. ის საამაყო და მისაბაძი პიროვნება.

ზურაბ მუზაშვილი მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისთვის"