გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რეკომენდაციებით მიმართავს

24-08-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გაეცნობიან აპელაციის შედეგებს, რომლის შემდეგაც კიდევ ერთი დღე ექნებათ იმისათვის, რომ შეიტანონ ცვლილებები პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ:

• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;

• უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებულს კოეფიციენტს;

• საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;

• საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას;

• სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

• აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);

• რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და სხვ.

აბიტურიენტები საკუთარი არჩევანის რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან, ამიტომ ცენტრის რეკომენდაციაა, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. ცენტრი ასევე აფრთხილებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენონ ღილაკი - შენახვა. ამასთან გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან"- აცხადებენ ცენტრში.