24-08-2020
საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეების, ქ.მ.-ს, ს.კ.სა და ე.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5400 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.