გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვოლსკი: ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას და დესტრუქციას ჰპირდება

25-08-2020

ასეთი შეფასება გააკეთა 33 ოპოზიციური პარტიის მიერ ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმების თაობაზე საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ამ 33-დან რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმეა. „რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული მათგანი კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობს და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება.

გუშინ ეს პარტიები ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახის ერთმანეთს და ზოგნი კიდევ დასავლეთის მონებს. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაც სწორად შეაფასებს ამ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს სტაბილურობის სასარგებლოდ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.