გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა რეგიონებში

5-03-2018

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი უწყების ერთ-ერთ  მიზანს საქართველოს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდა წარმოადგენს.

“ჩვენი მიზანია პირველი -  მნიშვნელოვნად გავზაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში და მეორე - ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა, უფრო მეტი მცირე და საშალო მეწარმე ჩვენს რეგიონებში".

 ამის შესახებ ბახტაძემ  ბათუმში მცირე მეწარმეებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიდგომაა, არც ერთი საგადასახადო ინიციატივა არ იყოს მიღებული მოქალაქეებთან, მეწარმეებთან კონსულტაციების გარეშე. „დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ეს არის რომ ის მასშტაბური რეფორმა რომელსაც გეგმავს საქართველოს მთავრობა იყოს წინასწარ გავლილი ჩვენს მეწარმეებთან და მათგან მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები და წინადადებები, როგორ შეიძლება ეს ინიციატივა კიდევ უფრო დაიხვეწოს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ მივაღწიოეთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. „საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ ჩავალთ რეგიონებში და მოვუსმენთ მეწარმეებს. აჭარას ამ კუთხით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როგორც   დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონს. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული რეფორმის დანერგვის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ამ სექტორის მნიშვნელოვნად გაზრდილ წილს ჩვენს ეკონომიკაში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.