სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში თელავიდან დაიწყო

27-08-2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში ქალაქ თელავიდან დაიწყო. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელაველებს შეხვდნენ და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ online-რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაიარონ.

უახლოეს მომავალში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან ქალაქ მცხეთაში, ასევე აჭარის, გურიის, სამეგრელოს რეგიონებში გაიმართება.
ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია. 18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge. ცხელი ხაზი: 595 05 06 85, 032 2 75 26 44.