კვირა, ივნისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ონის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27-08-2020

ონის მუნიციპალიტეტში, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.

წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის და სტიქიის ზონაში მდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო და აუცილებელი საკითხები, ისაუბრეს მიწის რეგისტრაციის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების სანიაღვრე არხების წმენდის და ქუჩების გადარეცხვის შესახებ, ღებსა და ჭიორაში საჯარო სკოლების და სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების მოწესრიგების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი, მან ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში ტყე-კაფების გამოყოფაზე, ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციასა და თბობის სეზონისთვის დროული მზადების დაწყებაზე, და აღინიშნა რომ ყველა ღონისძიება იქნება გატარებული რომ მოსახლეობა ზამთარს მომზადებული შეხვდეს.